კლუბის დებულება
მიზანი:
· მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით;
· გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართინტერესის გაღვიძება;
· ბუნებისმეტყველისათვის საჭირო ელემენტარული კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევების და მათი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარების განვითარება
· სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერება
· გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
· კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბება
· თანამშრომლობითი უნარების ჩამოყალიბება
სამიზნე ჯგუფი: VII-XI კლასის ნებისმიერი მოსწავლე,რომელთაც სურთ დამოუკიდებლად აღმოაჩინონ სამყარო, ჩაატარონ კვლევა და შეამოწმონ კვლევის ჰიპოთეზები.
მოსწავლეთა რაოდენობა: 8-10 მოსწავლე
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებად, ინსტრუქციის მიხედვით ატარებენ ექსპერიმენტებს, აღწერენ კვლევის მსვლელობას და შედეგებს, აკეთებენ დასკვნებს.
შეხვედრების სიხშირე: კვირაში ერთხელ
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 სთ
შეხვედრის გეგმა:
1. ინტეგრაციული სამუშაო-10 წთ
2. ექსპერიმენტები-40 წთ
3. შეხვედრის შეჯამება და ინფორმაციის მიწოდება მომდევნო შეხვედრის შესახებ -10 წთ
მეცადინეობები ტარდება კვირაში ერთხელ., მოსწავლეები თავად ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იკვლევდნენ სხვადასხვა მოვლენას, აკვირდებიან,ამზადებენ პრეზენტაციებს, აკეთებდნენ დასკვნებს. მუშაობდნენ ჯგუფურად, ინაწილებდნენ მოვალეობებს. ეს აღრმავებს ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, ხელს უწყობს კვლევის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий